პაკისტანში, სამგზავრო მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა

პაკისტანში, სამგზავრო მატარებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 62-მდე გაიზარდა, ბევრი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია,-განუცხადა ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, რახიმ იარ ხანიმ გამოცემა Dawn- ს.

მანამდე, 24 დაღუპულის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია.

ხანძრის შედეგად დაღუპულთა შორის ქალები და ბავშვები არიან.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხანძრის მიზეზი გაზქურის აფეთქება იყო, რომელიც ერთ-ერთმა მგზავრმა საუზმის გაკეთების მიზნით, წესების დარღვევით აანთო.

სარკინიგზო კომპანიის წარმომადგენლის ჯუნეიდ ასლამის თქმით, მატარებლის სამ ვაგონში 207 ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულები უახლოეს საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაშავებულთა ევაკუაციისთვის ვერტმფრენი გამოყვეს.

რკინიგზის მინისტრის შეიხ რაშიდის თქმით, ხალხი ფანჯრებიდან გადახტა, რათა თავი გადაერჩინა. დაზარალებულთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.

ხანძარი იმ მატარებელში გაჩნდა, რომელიც ყარაჩიდან რავალპინდიუში მიემგზავრებოდა. შეიხ რაშიდმა პირობა დადო, რომ რკინიგზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა ორი საათის განმავლობაში აღდგება.

პაკისტანის პრემიერმინისტრმა იმან ხანმა დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა და დაზარალებულების დახმარების ბრძანება გასცა.

Comments
Loading...