პანდემიის გამო,”ოსკარის” ცერემონია თებერვლის ნაცვლად, 2021 წლის აპრილში ჩატარდება

40 წლის განმავლობაში პირველად, "ოსკარის" დაჯილდოების 93-ე ცერემონია გადაიდო და იგი 2021 წლის 25 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ ნათქვამია აკადემიის განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნებულია Twitter-ზე.

“მართალია – შემდეგი ოსკარი გაიმართება 2021 წლის 25 აპრილს,” – ნათქვამია განცხადებაში. ნომინაციები გამოცხადდება 2021 წლის 15 მარტს.

Reuters-ის ცნობით, ცერემონიის თარიღის გადაწევის მიზეზი, რომელიც ტრადიციულად თებერვალში ტარდება ხოლმე, კორონავირუსული პანდემია გახდა.

Comments
Loading...