პარიზში მასშტაბური არეულობის საფრთხეა

საფრანგეთის დედაქალაქში მასშტაბური არეულობების საფრთხეა. მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ აქციის პარალელურად პარიზში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

პარიზში მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ მხარდამჭერები იკრიბებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროში არ გამორიცხავენ, რომ აქცია არეულობაში გადაიზარდოს. შესაძლო ინციდენტების აღსაკვეთად საფრანგეთის დედაქალაქში მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ხუთი ათასი პოლიციელია მობილიზებული. გარდა ამისა, გამოყოფილია რვა ჯავშანმანქანა და სწრაფი რეაგირების რაზმი.

ეს მოძრაობა „ყვითელი ჟილეტების“ რიგით მეათე აქციაა. მასშტაბური მიტინგები პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებში გასული წლის დეკემბრის თვეში დაიწყო. აქტივისტები ემანუელ მაკრონის მთავრობის სოციალურ პოლიტიკას აპროტესტებენ და საწვავზე გადასახადის გაზრდის წინააღმდეგ გამოდიან.

imedinews.ge

Comments
Loading...