პარიზში, სასტუმროში Ritz-ში საუდის არაბეთის პრინცესა გაძარცვეს

პარიზში, საუდის არაბეთის პრინცესა გაძარცვეს,-ამის შესახებ ინფორმაციას France Info წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
რადიოსადგურის ცნობით, დანაშაული 7 სექტემბერს მოხდა. პრინცესას საიუველირო ნივთი მოპარეს, რომელიც 800 ათასი ევროს ღირებულების იყო. არსებული ინფორმაციით, პრინცესა ნივთს არა სეიფში, არამედ სასტუმრო Ritz-ში, თავის ნომერში ინახავდა. პრინცესამ პოლიციაში განცხადება შეიტანა და საქმეზე გამოძიება დაიწყო. პოლიციამ დანაშაულის ადგილი დაათვალიერა, თუმცა გაძარცვის ნიშნები არ აღმოჩნდა.
4 სექტემბერს პარიზის აეროპორტიდან გამოსვლისას თავდამსხმელებმა ძვირფასი ნივთები მოიპარეს, რომლის ღირებულებაც 500 000 ევროს აღემატება. შემთხვევის შედეგად რუსი ტურისტები დაშავდნენ.

Comments
Loading...