პარლამენტარი კობა ნაყოფია უკრაინაში დააკავეს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი თანაგუნდელი კობა ნაყოფია ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილი fecebook-ის გვერდზე წერს.

„საქართველოს პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია ბორისპოლის აეროპორტში დააკავეს და ისე, რომ არაფერი განუმარტავთ, მისი დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს. ნაყოფია ჩემი თანამოაზრეა ნაციონალური მოძრაობიდან პარლამენტის წევრია. ეს არის პარტია, რომელიც მე შევქმენი და მისი საპატიო თავმჯდომარე ვარ,“- წერს სააკაშვილი.

Comments
Loading...