პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს გახარიას, წულუკიანს და შოთაძეს გამოკითხავს
ხორავას ქუჩაზე მომხდარი №51 სკოლის მოსწავლეების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დღეს შსს მინისტრის გიორგი გახარიას, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანს და ყოფილი მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის ახსნა-განმარტებას მოისმენს.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია წულუკიანის, გახარიას და შოთაძის ახსნა-განმარტების მოსმენას 11 საათიდან დაიწყებს.