პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 22 ივლისს გაიმართება

პარლამენტის 2021 წლის 28 ივნისიდან მოწვეული რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა ხუთშაბათს, 22 ივლისს გაიმართება.

messenger sharing button
როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, პლენარულ სხდომაზე მთავარი განსახილველი საკითხი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის გადამუშავებული ვარიანტი იქნება.

რიგგარეშე პლენარული სხდომა 22 ივლისს 12:00 საათზე დაიწყება.

Comments
Loading...