პარლამენტი დღეს ნიკა მელიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავს

დღეს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტი “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

რამდენიმე კვირის წინ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ პარლამენტს თავად მიმართა, რის მიზეზადაც “ნაციონალურ მოძრაობაში” შარლ მიშელის დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა დაასახელეს.

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, შესაბამისი სამართლებლივი დასკვნა ბიუროზე გადაიგზავნება და შემდგომ განიხილება.

Comments
Loading...