პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ნათია თურნავა დაამტკიცა

80 ხმით 9-ის წინააღმდეგ პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ნათია თურნავა დაამტკიცა.

ათია თურნავა 2019 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, ეკონომიკის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

2018 წლის 14 სექტემბერი – 2019 წლის 17 აპრილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;

2013 წ. აგვისტო – 2018 წ. სექტემბერი – სს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე;

2006 – 2013 წ.წ. – შპს „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ დირექტორთა საბჭოს წევრი, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე;

2005 წ. სექტემბერი – 2006 წ. ნოემბერი – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;

2005 წ. მაისი – სექტემბერი – საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე;

2000 – 2005 მაისი – საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე;

1998 – 2000 წ.წ. – თბილისის საკრებულოს წევრი, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

1997 – 2000 წ.წ. – მუშაობდა სახელმწიფო კანცელარიაში თანმიმდევრულად სახელმწიფო მრჩევლად, ეკონომიკური სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო პოლიტიკის განყოფილების უფროსის მოადგილედ, ეკონომიკური სამსახურის უფროსის მოადგილედ, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის მოვალეობის შემსრულებლად;

1994 – 1996 წ.წ. – მუშაობდა საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტში, წამყვან მეცნიერ თანამშრომლად, აგრეთვე კითხულობდა ლექციებს ეკონომიკის სხვადასხვა დისციპლინაში თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში.

Comments
Loading...