პარლამენტმა ცესკო-ს 4 ახალი წევრი აირჩია

პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭი ეყარა ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილ 8 კანდიდატს, რომელთაგან კანონმდებლებმა 4 წევრი დაამტკიცეს.

ესენია: დიმიტრი ჯავახაძე, გიორგი ძაგანია, გიორგი ჯავახიშვილი, გიორგი ჭიქაბერიძე. პარლამენტის გადაწყვეტილება ძალაში 2020 წლის 5 თებერვლიდან შევა.

Comments
Loading...