“დამოუკიდებელი დეპუტატები” – პარლამენტში დღეს ახალი ფრაქცია დარეგისტრირდა

პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ახალი ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატები“ დარეგისტრირდა, რასაც დეპუტატთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა.

შეგახსენებთ, მარიამ ჯაშის ხელმძღვანელობით, პარლამენტში ახალი ფრაქცია “დამოუკიდებელი დეპუტატების” შექმნასთან დაკავშირებით, განცხადება გასულ კვირაში გაკეთდა.

აღნიშნული ფრაქცია 6 დეპუტატისგან შეიქმნა და მის შემადგენლობაში არიან: მარიამ ჯაში, ლევან გოგიჩაიშვილი, გედევან ფოფხაძე, კობა ნარჩემაშვილი, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან კობერიძე.

Comments
Loading...