პარლამენტში მისული დეკანოზი: მოიყვანეთ “მორფინისტის” ცოლები და დედები, ალაპარაკეთ რა აქვთ გადატანილი

“ეს რაც დღეს ხდება, საქართველოში ნარკოტიკის რეგალიზაცია ეს არის ქვეყნის ავღანიზაცია, კოლიმბიზაცია და პაკისტანიზაცია”- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტში მისულმა დეკანოზმა დავით ქვლივიძემ განაცხადა.

“ნარკოტიკი იქნება კიდევ ერთი ნაღმი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს ქვეყანას აქცევს საბრძოლო პოლიგონად. სიმკაცრე უნდა იყოს გონივრული და არა დიქტატორული.

ამის შემოტანა ნებსით, თუ უნებლიედ, ზოგს შეიძლება არ ესმის და ზოგს ესმის, არის ქვეყნის დაღუპვა. გამოსავალი არის ის, რომ სამკურნალო დაწესებულებები შეიქმნას და მოხდეს მკურნალობა. იმიტომ თუ დაუშვეს ეს თემა, რომ ვიღაც ნარკოტიკებს უდებდა ადამიანებს, ის დაიჭირონ ვინც უდებდა. თუ 70 გრამს დამიწესებ, 71 გრამს ჩაგიდებ. შენ იმას მოთხოვე პასუხი, ვინც დებს და ასეთ ხალხს უმკურნალე. გონივრული და გააზრებული სიმკაცრე უნდა იყოს და არა დიქტატორული. დილაობით გინახავთ რა დღეში არიან პროგრამაში მისული ხალხი? ერთხელ მოიყვანეთ მორფინისტის ცოლებიდ და დედები ალაპარაკეთ, რა დღეები აქვთ გადატანილი”-განაცხადა დეკანოზმა.

ჟურნალისტებია კითხვაზე, კანონის მიღების შემთხვევაში, როგორი იქნება სასულიერო პირების დამოკიდებულება, პასუხობს, დეკანოზი პასუხობს რომ
მათი მოწოდება ყოველთვის იქნება, რომ ასეთი ხალხი, ვისაც ასეთი კანონი შემოქვას, არ აირჩიონ და სადავეები ქვეყნის არ ჩაუგდონ ხელში.

 

Comments
Loading...