„პარმალატის“ ულაქტოზო რძე – ცხოველური რძის ყველა კვებითი ღირებულება, პრობლემების გარეშე

მუცლის შებერილობა, დიარეა, მეტეორიზმი ეს ის ნიშნებია, რომელსაც ნებისმიერი ჩვენგანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც შევუწუხებივართ. ფარმაცევტულ ინდუსტრიაში უამრავი მედიკამენტი ან დამხმარე საშუალებაა შექმნილი მსგავსი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა ნებისმიერი მათგანი უძლურია, თუ ეს ნიშნები რძის მიღებასთან და ლაქტოზის აუტანლობასთანაა დაკავშირებული. რა არის ლაქტოზა და რატომ ხდება აუტანელი ჩვენი ყოფა თუნდაც ასე უწყინარი რძიანი ყავის მიღებისას. კიდევ უფრო დიდი პრობლემაა ლაქტოზის აუტანლობა ბავშვთა ასაკში, მაშინ როცა ბავშვის ძირითად რაციონს სწორედ რძე და მასზე მომზადებული პროდუქტები შეადგენს.

ლაქტოზა ნებისმიერი ცხოველური რძის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია.  ლაქტოზა, ანუ იგივე რძის შაქარი, სწორედ ის ნივთიერებაა, რომლისგანაც  ბავშვი საჭირო ენერგიის დიდ ნაწილს იღებს. გარდა ამისა ლაქტოზა მონაწილეობს კალციუმის, თუთიის, მაგნიუმისა და რკინის შეწოვასა და ორგანიზმისთვის აუცილებელი ნაწლავის მიკროფლორის ჩამოყალიბებაში. ლაქტოზის გადამუშავებას ფერმენტი ლაქტაზა უზრუნველყოფს, რომელიც წვრილი ნაწლავის ლორწოვანში სინთეზდება. სწორედ ამ ჯადოსნური ფერმენტის, ლაქტაზის უკმარისობა ან არარსებობა იწვევს ლაქტოზის, შესაბამისად, რძისა და მისი ნაწარმის აუტანლობას.

როგორც წესი, ლაქტოზის აუტანლობა ბავშვობის ასაკში  ვლინდება.  განსაკუთრებით ხშირი ლაქტოზის აუტანლობა დღენაკლულ ბავშვებშია.  წარმოშობის მიხედვით ის შეიძლება იყოს  პირველადი, ეს მსოფლიოში  ლაქტაზის დეფიციტის ყველაზე ხშირი ფორმაა. ამ ტიპის დეფიციტი გენეტიკურია და თაობიდან თაობას გადაეცემა. მეორადი ლაქტაზის დეფიციტი მოზრდილ ასაკში ვლინდება და მისი მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებები, ხშირი ანტიბიოტიკოთერაპია ან ქიმიოთერაპია. თუმცა მეორადი ლაქტაზის დეფიციტი, როგორც წესი უმეტესწილად დროებითია და პირველადი  დაავადების სიმძიმეს უკავშირდება. ასევე არსებობს მემკვიდრული ლაქტოზის აუტანლობა, რომელიც დაბადების პირველი დღეებიდანვე ვლინდება.

თუ თქვენ ან თქვენს პატარას რძის მიღებიდან ნახევარ საათში აღგენიშნებათ  შემდეგი ნიშნები, რომლებიც საკმაოდ მკვეთრია და რომლებიც არასდროს რჩება ყურადღების მიღმა, თქვენ ლაქტოზის აუტანლობა გაწუხებთ:

* ნაწლავთა კოლიკა კვების დროს ან კვების შემდეგ (30 წუთში);

* დიარეა ქაფიანი, თხევადი და მჟავესუნიანი განავლოვანი მასებით (დღეში 10-12-ჯერ). 10%-თან პათოლოგია შესაძლოა ყაბზობით გამოვლინდეს;

* მუცლის შებერილობა და აირების დაგროვება. წესისამებრ, ამ დროს ბავშვებს მადა კარგი აქვთ, ხარბად წოვენ ძუძუს, მაგრამ კვების დაწყებიდან რამდენიმე წუთში იწყებენ ტირილს, თავს ანებებენ ძუძუს წოვას და ფეხები მუცელთან მიაქვთ;

* ნაწლავთა გაძლიერებული ხმიანობა, ყურყური;

* წამოქაფება;

* მძიმე შემთხვევებში – წონის კლებაც კი…

ყველასთვის ნათელია რამდენად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ცხოველურ რძესა და მის პროდუქტებს ბავშვთა კვებაში. მათთვის რძე ან მასზე დაამზადებული პროდუქტები თითქმის ყოველდღიურ რაციონს შეადგენს. ექიმთან ვიზიტისა და დიაგნოსტირების შემდეგ ასეთ პაციენტებს, როგორც წესი რძემჟავა პროდუქტების: ყველის, ხაჭოს, მაწვნის, ბიფიდობაქტერიების შემცველი იოგურტების მიღება ნებადართული აქვთ, მაშინ, როცა ხშირ შემთხვევაში საერთოდ უარის თქმა უწევთ ცხოველურ რძეზე და მის მიერ მოტანილ სიკეთეზე. სწორედ ამ ფაქტორმა განაპირობა რძის წარმოებაში „ულაქტოზო რძის“ წარმოება.  ინოვაციური მეთოდით, „პარმალატის“ ულაქტოზო რძის წყალობით  ერთდროულად შეგვიძლია მოვხსნათ ლაქტოზის აუტანლობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა და ამავდროულად ვისარგებლოთ ცხოველური რძის ყველა კვებითი ღირებულებით.  „პარმალატის“ ინოვაციური ტექნოლოგიის წყალობით, ლაქტოზას მოლეკულები მარტივად შეწოვად საქარიდებად იშლება, თუმცა რძე ინარჩუნებს მის კვებით ღირებულებას  და იგი მდიდარია ცილებით, კალციუმით, ვიტამინებითა და ყველა იმ  აქტიური ნივთიერებებით, რომელთა მიღებაზეც დამოკიდებულია ჩვენი და ჩვენი პატარას ჯანმრთელობა.

Comments
Loading...