პატრიარქის კურთხევით, შვიდ და მეტშვილიან ოჯახებს „მამულისთვის თავდადებული მშობლების სიგელები“ გადაეცემათ

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ხვალ, პატრიარქის კურთხევით, შვიდი და მეტშვილიან 100 ოჯახს სპეციალური სიგელები გადაეცემათ.
ამის შესახებ ინფორმაციას პატრიარქის საყოველთაო ნათლობის საორგანიზაციო ჯგუფი ავრცელებს.

აღნიშნულ ოჯახებს სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) დალოცავს. სასულიერო პირები კი მათ „მამულისთვის თავდადებული მშობლების სიგელს“ გადასცემენ.
დალოცვის ცერემონიაზე 7-დან 11 შვილიანი 100 ოჯახი შვილებთან ერთად იქნება წარმოდგენილი.

Comments
Loading...