პატრიარქი: შევთხოვთ წმინდა მამებს, რომ დაამშვიდოს საქართველო და მთელი მსოფლიო

ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ყოვლადწმიდა სამების ტაძარში, საკვირაო ქადაგების დროს ბრძანა.

გილოცავთ დღევანდელ დღეს.

დღეს არის ხსენება ათონის მამების. იცით არის ქართული მონასტერი ივერონი და შევთხოვთ წმინდა მამებს რომ დაამშვიდოს საქართველო და მთელი მსოფლიო. ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა ადამიანები არ არიან კმაყოფილი არსებული მდგომარეობით. თხოულობენ ახალ

პირობებს და ეს პირობები არც ისე ადვილია მოიპოვო, მაგრამ უნდა გვახსოვდეს რომ სიმშიდე, მშვიდობა აუცილებელია ყოველი ადამიანისთვის, აუცილებელია ქვეყნისთვის. სიმშვიდე თუ არ იქნება ვერაფერს მიაღწევს ადამიანი. ეს სიმშვიდე მოგცეთ ღმერმა თქვენ და მთელ საქართველოს

ბერის ცხოვრება ძალიან რთულია. ბერი არის ის ადამიანი, რომელიც არასდროს არის კმაყოფილი თავისი მდომარეობისა, თავისი თავის. ბერი ის ადამიანია, რომელიც ცდილობს დადგეს აღმავლობის კიბეზე. ბერი ის ადამიანია, რომელიც არ არის კმაყოფილი გუშინდელი დღით და დღეს უნდა იყოს უკეთესი, ვიდრე გუშინ. ბერების ლოცვამ გადაარჩინა ქვეყანა და ეკლესია. გილოცავთ მთაწმინდელების დღესასწაულს შეგვეწიოს მათი ლოცვა ჩვენ და მთელ მსოფლიოს”,- განაცხადა პატრიარქმა.

Comments
Loading...