პეტრე კოლხი პატრიარქზე: “საკუთარი ჯემპრი მაჩუქა, ჩაიცვი, არ შეგცივდესო”

“უწმინდესთან ხშირად მსურდა შეხვედრა, მაგრამ ბევრი იყო ჩემნაირი.
მისი ინიციატივით რამდენიმეჯერ შევხვდი… ხანმოკლე შეხვედრებით ბედნიერი, საჩუქრებით სავსე ვბრუნდებოდი შინ…
ერთ-ერთ შეხვედრაზე წმინდა ნიკოლოზის ხატი მისახსოვრა… განსაცდელის ჯამს გულში ვიკრავ და ძალას ვგრძნობ…
ყველაზე მეტად კი ის მაბედნიერებდა, სიყვარულით, ადამიანობით, მიტევებით გამორჩეულ პატრიარქს რომ ვხვდებოდი…
ერთხელ სნოში ვიყავით… იქაური კლიმატი ვერ გავითვალისწინე და შემცივდა. საკუთარი ჯემპრე მაჩუქა, ჩაიცვი, არ შეგცივდესო…
თითქოს არაფერი, მაგრამ ეს ,,არაფერი” დღეს წარმოუდგენლად ყველაფერია!..”,- წერს მამა პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში.

Comments
Loading...