პინკი:”ამდენი არასდროს მილოცია”

ამერიკელი მომღერალი გამოჯანმრთელების შემდეგ,კორონავირუსთან ბრძოლაზე საუბრობს. ინფორმაციას ავრცელებს CNN

პინკმა სოციალურ მედიაში დაწერა, რომ მისი ოჯახიდან მას და მისი ოთხი წლის ვაჟს ჰქონდა კორონავირუსი.

ვირუსული სიმპტომები მომღერლის ვაჟში უფრო რთულად გამოვლინდა და შედარებით მძიმე იყო მისი მდგომარეობა,რის გამოც,პინკი,როგორც ამას თავად წერს,ხშირად ლოცულობდა .

სამკვირიანი კარანტინის შემდეგ , მის ვაჟს  სიცხე ისევ აქვს.

“ისინი გვპირდებიან,რომ ჩვენი შვილები კარგად იქნებიან,მაგრამ ეს არ არის გარანტია. არავინაა დაცული ამისაგან”-წერს მომღერალი.

პინკმა 500 ათასი დოლარი გადარიცხა ლოს-ანჯელესის სასწრაფო დახმარების ცენტრში, კორონავირუსთან საბრძოლველად.

Comments
Loading...