პირადი ექიმის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მზად არის, გადავიდეს ჰოსპიტალში

საქართველოს ყოფლი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მზად არის, გადავიდეს ჰოსპიტალში, – ამის შესახებ მისმა  პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ განაცხადა.

„გასავლელია დეტალები ჯანმრთელობის და იუსტიციის სამინისტროებთან. ამას გავარკვევთ ხვალ, ზეგ და შემდეგ მოხდება ჰოსპიტალიზაცია. ჰოსპიტალიზაცია არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ამთავრებს შიმშილობას. მისი პირველი განცხადება, რომ ეს არის შიმშილობა, რჩება ძალაში. არავითარ შემთხვევაში შეწყვეტაზე საუბარი არ არის. ბოლო ანალიზებს ახლა გავეცანი, ერთი უკეთესია, მეორე უარესია, არ ვიცი, სად გადაიყვანენ“,-ამბობს ყიფშიძე.

 

Comments
Loading...