პირველად, მალე გამოცემა Financial Times-ის მთავარი რედაქტორი ქალი იქნება

ბრიტანული გაზეთ Financial Times-ის (FT) მთავარი რედაქტორი პირველად, მისი არსებობის განმავლობაში, ქალი იქნება.

გამოცემის ცნობით, Financial Times-ის მთავარი რედაქტორი ლაიონელ ბარბერი 2020 წლის იანვარში თანამდებობას დატოვებს.

საერთო ჯამში, ბარბერი FT– ში სხვადასხვა თანამდებობებზე 34 წლის განმავლობაში მუშაობდა. როგორც მან თავის წერილში აღნიშნა, Financial Times- ში მუშაობა მისთვის “იშვიათი პრივილეგია და სიამოვნება იყო”. ბარბერს თანამდებობის დატოვების მიზეზები არ განუმარტავს.

ასევე ცნობილი გახდა, რომ Financial Times-ის ახალი მთავარი რედაქტორი რულა ხალაფი იქნება. იგი 24 წელია გამოცემაში მუშაობს, ხოლო 2016 წლიდან ბარბერის მოადგილეა. მან აღნიშნა, რომ მთავარ რედაქტორად დანიშნა მისთვის დიდი პატივია.
ხალაფმა მადლობა გადაუხადა ბარბერის მხარდაჭერისთვის და ნაყოფიერი მუშაობის პირობა დადო.

Comments
Loading...