პირველი თოვლი მაღალმთლიან აჭარაში (ფოტოები)

ხულოში, სოფელ თხილვანასა და დანისოარაულში დილიდან თოვს. ასევე, გათოვდა კურორტ ბეშუმშიც, სადაც თოვლის საფარმა 2 სანტიმეტრს გადააჭარბა. როგორც მუნიციპალიტეტის გამგეობაში “აიპრესს” განუცხადეს, ხულოში მაღალი ზონის სოფლებსა და მთებში თოვა დილიდან დაიწყო და ამ დრომდე გრძელდება.

უამინდობის მოსახლეობისთვის ჯერჯერობით პრობლემები არ შეუქმნია. თოვლის ფოტოებს მოსახლეობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

 

 

Comments
Loading...