პირველი კოსმოსური ვერტმფრენის მარსზე გაშვება აპრილის შუა რიცხვებში იგეგმება
პირველი კოსმოსური ვერტმფრენი სხვადასხვა პლანეტაზე კონრტოლირებადი ფრენების განსახოერციელებლადაა შექმნილი. ამის შესახებ ინფორმაციას NBC აქვეყნებს.
მოწყობილობის წონა 4 ფუნტს შეადგენს.
დაახლოებით აპრილის შუა რიცხვებში ის მზად იქნება მარსზე პირველი ფრენის განსახორციელებლად.
“ის საკმაოდ უნიკალურია იმით, რომ ვერტმფრენია, რომელსაც გარშემო ფრენა შეუძლია”, – თქვა ტიმ კენჰანმა კალიფორნიაში. კენჰამი კოორდინაციას გაუწევს ხუთ საცდელ ფრენას, რომელიც დაგეგმილია 30 დღის განმავლობაში. ნასა უკვე გეგმავს უფრო მეტი ვერტმფრენის შექმნას მარსისთვის.