ბრიტანეთის პოლიცია დედა-შვილის მკვლელს ეძებს
დიდ ბრიტანეთში, ბირმინგემში პოლიცია ეძებს ადამიანს, რომელმაც 22 წლის გოგო და მისი დედა, 49 წლის ქალი მოკლა. ინფორმაციას Independent-ი ავრცელებს.
დედა-შვილი ცოტა ხნის წინ საკუთარ სახლში, დანით დაჭრილები იპოვეს. ისინი შემთხვევის ადგილზევე დაიღუპნენ.
პოლიციელები ქუჩის სათვალთვალო კამერებს ამოწმებენ და მეზობლებს კითხავენ.