პოლიციელმა ახალგაზრდა მამაკაცი გააუპატიურა – შემზარავი შემთხვევა სამეგრელოში

სამეგრელოში, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში პოლიციის თანამშრომელი დააკავეს, რომელსაც ახალგაზრადა მამაკაცი გაუპატიურებაში ადანაშაულებს.

როგორც საქართველოს პროკურატურაში აცხადებენ, პოლიციელი გუშინ, სასამართლოს განჩინების საფუძველზე აიყვანეს.
მათივე ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით(“გაუპატიურება”) მიმდინარეობს და ბრალდებულ მამაკაცს ბრალი კანონით გათვალისწინებულ ვადებში წარედგინება.

როგორ დაზარალებული ჰყვება, ფაქტი რამდენიმე დღის წინ, ჩხოროწყუში მოხდა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, პოლიციელს ექვსიდან რვა წლამდე პატიმრობა ელის.

Comments
Loading...