პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაცია რუსთავის ციხესთან – ადგილზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად, სამოქალაქო აქტივისტები რუსთავის ციხესთან მიდიან. ტერიტორიაზე პოლიციის განსაკუთრებული მობილიზებაა.

ცოტა ხნის წინ, მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. ​მისივე თქმით, ის უახლოეს დღეებში კლინიკაში უნდა გადაიყვანონ.

მიხეილ სააკაშილი უკვე მე-10 დღეა, რაც პროტესტის ნიშნად საპატიმროში შიმშილობს.

პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაცია რუსთავის ციხესთან | ადგილზე მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები იკრიბებიან (mtavari.tv)

Comments
Loading...