პოლონეთის პოლიციამ მინდვრიდან 2 ტონამდე კარტოფილის მოპარვისთვის ორი პირი დააკავა

პოლონეთის პოლიციამ მინდვრიდან 2 ტონამდე კარტოფილის მოპარვისთვის ორი პირი დააკავა,-იუწყება  ადგილობრივი მედია.

მედიის ინფორმაციით, 46 წლის კაცმა პოლიციას მიმართა და უთხრა, რომ დიდი რაოდენობით კარტოფილი მისი სასოფლო-სამეურნეო მიწებიდან 5-დან 11 სექტემბრის ჩათვლით მოიპარეს.

როგორც გამოძიებით  დადგინდა, დაკავებულები მოპარულ ბოსტნეულს ადგილობრივ ბაზარზე ყიდდნენ. 

მათ  ბრალი აღიარეს და 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

Comments
Loading...