პრაღისა და მოსკოვის მოლაპარაკებებს, ნავალნის მოწამვლის გამო, საფრთხე ემუქრება

რუსეთის ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის შესაძლო მოწამვლა საფრთხეს უქმნის ჩეხეთსა და რუსეთს შორის დაგეგმილ მოლაპარაკებებს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების მიზნით. ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტომაშ პეტრჟიჩეკმა განაცხადა. მასთან ინტერვიუ გამოქვეყნდა ხუთშაბათს, 3 სექტემბერს, ელექტრონულ გამოცემა Denik N-ზე.

”მიუხედავად იმისა, რომ კონსულტაციები ორმხრივი საკითხია და გავითვალისწინებთ ევროკავშირში ნავალნის სიტუაციას, ჩვენ ვსაუბრობთ ისეთ სერიოზულ სიახლეებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის მომავალ კონსულტაციებს”,- აღნიშნა მან.

რამდენიმე კვირაა მოლაპარაკებებს ამზადებს ჩეხეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საერთაშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი, რუდოლფ იინდრაკი. რუსულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვლადიმერ ტიტოვი.

ირკვეოდა, რომ კონსულტაციები ხელს შეუწყობდა მინიმუმ საბაზისო კომუნიკაციის განახლებას მოსკოვთან.

Comments
Loading...