პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე: ვმუშაობთ შეწყალების ახალ წესზე, საქმეების განხილვა არ განახლებულა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთნ დაკავშირებულ საკითხებზე გავრცელბულ “ფეიკნიუსს”.

“ასეთი ,,ფეიკნიუსები” ხალხის შეცდომაში შეყვანისა და ამავე დროს, პრეზიდენტზე ერთგვარი ზეწოლის მცდელობაა”,- აღნიშნავენ ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე და შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.

ცნობისთვის, 2019 წლის 31 ოქტომბერს წმინდა სინოდმა განაჩინა: დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელსაც შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება, გაეწიოს შუამდგომლობა საქართველოს პრეზიდენტთან შეწყალების თაობაზე მისი ოჯახის რთული მდგომარეობისა და არაერთგზის თხოვნის გათვალისწინებით.

Comments
Loading...