პრეზიდენტი მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

გიორგი მარგველაშვილი განცხადებას ”ფეისბუქით” ავრცელებს.

”შეძრწუნებული ვარ დიდ ბრიტანეთში, ქალაქ მანჩესტერში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა.
საქართველოს ხელისუფლება და ხალხი ცალსახად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას. ჩვენ, საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას თანამედროვეობის ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ.
ამ განსაცდელის ჟამს ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მტკიცე თანადგომას ვუცხადებ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებას და ხალხს”, – ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

Comments
Loading...