პრეზიდენტი: მინდია გოგოჭურთან დაკავშირებით არანარი შანტაჟი არ ყოფილა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სიძის, მინდია გოგოჭურის დაკავებასთან დაკავშირებით “ქრონიკასთან” გააკეთა კომენტარი და განაცხადა:

“მე ყველა საკითხზე, ყველა ეტაპზე რაც მიმდინარეობდა კომენტარი და შეფასება მქონდა გაკეთებული. მინდა რომ იცოდეს საზოგადოებამ, რომ არანაირი მცდელობა ვინმეს შანტაჟი მოეწყო არ ყოფილა და არც არანაირი გარიგება არ არსებობს არცერთ პოლიტიკურ ჯგუფთან ამ საკითხთან დაკავშირებით”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ,  პრეზიდენტის სიძე, მინდია გოგოჭური სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ,   იარაღის უკანონო შენახვისა და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს. გოგოჭურს აღკვეთის ღონისიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

Comments
Loading...