პრეზიდენტმა და უმრავლესობამ კონსტიტუციაზე შეთანხმებას მიაღწიეს

პრეზიდენტსა და საპარლამენტო უმრავლესობას შორის საკონსტიტუციო ცლილბებეზე შეთანხმება შედგა.

“ის ორი საკითხი, რომელზეც ვენეციის კომისიასთან შეთანხმება მიღწეულია, საჭიროა დროულად განხორციელდეს. ის იზიარებს საჭიროებას, რომ ამ ორი საკითხის ასახვა მოხდეს კონსტიტუციაში. დაველოდებით პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებას,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრაველსობის ლიდერმა არჩილლ თალაკვაძემ ჟუტნალისტებთან განაცხადა.

შეგახსენებთ, საპარლამენტო უმრავლეობა კონსტიტუციურ პროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, შეხვედრა ვენეციის კომისიასთან მიღწეული ორი საკითხის განხორიელებას შეეხება.

საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები 117 ხმით 26 სექტემბერს დაამტკიცა,თუმცა როგორც ცნობილია პრეზიდენტი კონსტიტუციურ პროექტზე ვეტოს დადებას აპირებს.

Comments
Loading...