პრეზიდენტობის კანდიდატი: “ვფიცავ მაღლა ღმერთს, გაბრიელის სულს, თურმანიძის მალამო უფასოდ იქნება”

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი ნიკოლოზ გორგიჯანიძე  ტელეკომპანია “რუსთავი 2-თან“ ინტერვიუში რამდენიმე  წინასაარჩევნო დაპირებას აჟღერებს და ამბობს, რომ ეცოდება ყველა, ვინც მას გვერდში არ დაუდგება.

“ნიკო გორგიჯანიძის კონკურენტი არის მხოლოდ სატანა. მე რომ მოვიდე პრეზიდენტად ამის იმედი გქონდეთ, ვფიცავ მაღლა ღმერთს, გაბრიელის სულს, საქართველოში აღარ იქნება დამწვრობის ცენტრი, თურმანიძის მალამო უფასოდ იქნება.

საპატრიარქოს გადავცემ პარლამენტის შენობას, გავაკეთებ დიდ ვატიკანს, მეცოდება ყველა ვინც გვერდში არ ამომიდგება, განა იმიტომ რომ მე უკვე სამოთხეში ვარ. მეშინია, რომ ჩემს ქართველ ერში არ იყოს ისეთი, რომელიც დაემორჩილოს სატანას, სატანას, სატანას… ხომ გამიგეთ?!”, – განაცხადა ნიკოლოზ გორგიჯანიძემ.

 

Comments
Loading...