პრემიერის თქმით, გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, კანონმდებლობა გამკაცრდება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, კანონმდებლობა გამკაცრდება. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“მთავრობის გადაწყვეტილებით, შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც გარემოსთვის ზიანის მიყენების შემთხვევაში ითვალისწინებს კანონმდებლობის მნიშვნელოვან გამკაცრებას”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე განმარტებით, გამკაცრდება ჯარიმები მათთვისაც, ვინც ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან დააბინძურებს გარემოს ნარჩენების გადაყრით.

“ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება სასარგებლო წიაღისეულის უკანონოდ მოპოვების შემთხვევაში, ნადირობის წესების დარღვევის შემთხვევაში, გარემოს დაცვის სამინისტროს სისტემის დაწესებულებებს მიეცემათ უფლება, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მთელი რიგი მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენისას ადგილზე გამოწერონ ოქმი. ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან ნარჩენებით გარემოს დაბინძურების შემთხვევაში ითვალისწინებს მნიშვნელოვან გამკაცრებას”,- აღნიშნა პრემიერმა.

http://pia.ge

Comments
Loading...