პრემიერი გიგა ოთხოზორიას ოჯახს: ჩვენ თქვენს გვერდით ვართ
“ჩვენ თქვენს გვერდით ვართ”, – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ საოკუპაციო ხაზთან მოკლული, გიგა ოთხოზორიას ოჯახს, რომელიც დღეს ზუგდიდში მოინახულა.
პრემიერმა მათ კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა და მთავრობის სახელით სრული თანადგომა აღუთქვა.