პრემიერი: დავიწყებთ ყველა თეატრის რეაბილიტაციას, ყველა მუნიციპალიტეტში უნდა ავაშენოთ სპორტული კომპლექსი

სპორტი და კულტურა, რა თქმა უნდა, იქნება ჩვენი ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტი, ქალბატონ თეა წულუკიანთან ერთად ჩვენ გავიარეთ საჭირო პროექტები და მთელი ქვეყნის მასშტაბით დავიწყებთ ყველა თეატრის რეაბილიტაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება იგეგმება მთელი ქვეყნის მასშტაბით. ყველა მუნიციპალიტეტში ცენტრალური სტადიონების რეაბილიტაცია იგეგმება, ყველა მცირე ზომის ე.წ მინი-სტადიონების სრული განახლება-რეაბილიტაცია მომდევნო 3 წლის განმავლობაში უნდა მოხდეს და ასევე ჩემი სურვილია და ჩვენ ამის თაობაზე ვისაუბრეთ, რომ უნდა დავიწყოთ, ეტაპობრივად, ყველა მუნიციპალიტეტში სპორტული კომპლექსების მშენებლობა. ეს შეიძლება იყოს გარდამავალი პროექტი და 3 წელიწადში ვერ ჩაეტიოს, მაგრამ 3-დან 5 წლამდე ყველა მუნიციპალიტეტში უნდა ავაშენოთ სპორტული კომპლექსი, რათა ხელი შევუწყოთ ჩვენი ახალგაზრდების ჯანსაღი ცხოვრების წესს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

Comments
Loading...