პრემიერი: ვულოცავ ჩვენს პატრიარქს დაბადების დღეს, ის მთელი ერისთვის სიყვარულის მაგალითია

საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავს.

“ვულოცავ ჩვენს პატრიარქს დაბადების დღეს. ის მთელი ერისთვის არის სულგრძელობის, თავდადებისა და სიყვარულის მაგალითი.

მის უწმინდესობას ვუსურვებ ჯანმრთელობასა და დიდხანს სიცოცხლეს!”, – აცხადებს მამუკა ბახტაძე.

შეგახსენებთ, დღეს პატრიარქს 86 წელი შეუსრულდა.

Comments
Loading...