პრემიერი შავი ზღვის უნივერსიტეტის საკითხზე: სტუდენტების ინტერესები უნდა დაკმაყოფილდეს

პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მისთვის, ასევე მთელი მთავრობისთვის სტუდენტების ინტერესი მთავარია და ის სრულფასოვნად უნდა დაკმაყოფილდეს. პრემიერმა ეს შავი ზღვის უნივერსიტეტის საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

„განათლების მინისტრი და ზოგადად განათლების სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს ამ საკითხზე, მე მესმის რომ არსებობს პროცედურები, არსებობს შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, და ეს ჩარჩო ყველამ უნდა დაიცვას.

ჩემთვის ისევე როგორც მთელი მთავრობისთვის, მთავარი გახლავთ ახალგაზრდების და სტუდენტების ინტერესი, და ის, უნდა დაკმაყოფილდეს სრულფასოვნად. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

Comments
Loading...