პრემიერი: ჩვენ შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე – ამისთვის მზად უნდა ვიყოთ

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

“გვაქვს სასიხარულო ინფორმაცია, რომ პირველი გამოჯანმრთელებული ადამიანი საავადმყოფოდან გაეწერა. მიუხედავად იმისა, რომ ის თვითიზოლაციაში რჩება. მაგრამ ის სამკურნალო დაწესებულებიდან არის გასული. ეს არის პირველი შემთხვევა და ამის გამო, რა თქმა უნდა, მადლობა უნდა გადავუხადოთ  ჩვენს სამედიცინო სექტორის თანამშრომლებს.

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ გავქვს დამშვიდების საფუძველი ან საბაბი. პირიქით, დღეს ჩვენ აბსოლუტურად მკაფიოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მუხედავად იმისა რომ ბოლო დროის, კვირების განმავლობაში საბჭო და მთავრობა ეფექტურად ახორციელებდა დაავადების ინფექციის განვითარების შეჩერების იმპულტირების ფუნქციას, დღეს ფაქტობრივად გადავდივართ გავრცელების ეტაპზე. რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ რაოდენობა შემთხვევების გაგვეზრდება. ეს არის ობიექტური რეალობა და ჩვენ ამაზე უნდა ვისაუბროთ ხშირად.

ჩვენ შეჩერების ეტაპიდან გადავდივართ ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე. ეს გადასვლა არის ძალინ მნიშვნელოვანი და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის” – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული უკვე 34 შემთხვევაა

Comments
Loading...