პრემიერი: წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მაქსიმალური პრევენციისთვის მთავრობა დადგენილებას იღებს

ჩვენი პასუხი ოპონენტების უსაფუძვლო ბრალდებებზე არის ის არჩევნები, რომელიც ჩატარდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში და შეფასდა, როგორც უმაღლესი სტანდარტის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებასთან დაკავშირებით ოპონენტების მიერ გამოთქმული კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა.

მისი თქმით, სწორედ ეს ამოცანა აქვს ხელისუფლებას საპრეზიდენტო არჩევნებზეც.

„რაც შეეხება იმ კადრებს, რომელიც გამოქვეყნდა მედიაში, ბუნებრივია მე ვიცი, რომ საარჩევნო კომისიამ მას უპასუხა და ნებისმიერ ასეთ გამოვლენას სჭირდება ძალიან კონკრეტული პასუხი. რაც შეეხება ჩვენს განწყობებსა და მიდგომებს, დღევანდელ სხდომაზე ძალიან მნიშვნელოვანი დადგენილება განიხილება, რომელიც შეეხება ისეთ საკითხებს, რომ ჩვენ გვქონდეს აბსოლუტური პრევენცია, რომ არ მოხდეს სხვადასხვა ტიპის რესურსის გამოყენება ამ არჩევნებზე. ეს დადგენილება და პრინციპები, რომელიც გაწერილია მასში, ამავე დროს წარმოადგენს ჩვენი კომუნიკაციის საკითხს ჩვენს მთავარ საერთაშორისო პარტნიორებთან. დარწმუნებული ვარ, ისინი ძალიან დადებითად შეაფასებენ ჩვენი ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ამ ნაბიჯს“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

 

Comments
Loading...