პრემიერი: 150 000 ქულაზე ნაკლები ქულის მქონე ბენეფიციარებს ელექტოროენერგიის ტარიფის ნაზარდი დაუსუფსირდებათ

იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში, მილიონამდე მოქალაქეს ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდი დაუსუბსიდირდება, – ამის შესახებ საქართვერვლოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღვანდელ სხდომაზე განაცხადება.

„ჩვენი გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, დაახლოებით მილიონ ადამიანს დავუსუბსიდირებთ ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდს. ეს შეეხება კერძოდ მიზნობრივ ჯგუფებს, 150 ათას და ნაკლები ქულის მოსახლეობას, რაც დაახლოებით ერთ მილიონ ადამიანს შეადგენს. მოგეხსენებათ, ჩვენ აღნიშნული პროგრამა გვქონდა პანდემიის დაწყების დღიდან, გრძელდებოდა ორი წელი. იანვარში შეწყდა სუბსიდირების პროგრამა და ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული პროგრამა გავაგრძელოთ და მოსახლეობის ის ფენა, რომელიც ყველაზე მეტად გაჭირვებულია, ამ მიზნობრივ ჯგუფებს დავუსუბსიდიროთ ელექტროენერგიის ნაზარდი. ეს ამოქმედდება იანვრიდან მთელი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

Comments
Loading...