პრემიერმა უშგულელი გიდი, 13 წლის გიორგი ქოჩქიანი დააჯილდოვა

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთის საერთაშორისო დღეს, უშგულელი გიდი 13 წლის გიორგი ქოჩქიანი დააჯილდოვა.

გიორგი ქოჩქიანს მთის საერთაშორისო დღისთვის დამზადებული სპეციალური ჯილდო “მთის შვილი” გადაეცა.

“მინდა გიორგის მაგალითი მოვიყვანო, როგორც საუკეთესო მაგალითი ჩვენთან, მთაში როგორი თაობები იზრდებიან. როგორი პატრიოტები, როგორი ნიჭიერები და რაც მთავარია, გულწრფელები. ეს არის მთავარი მიზეზი, რატომაც საქართველო ასე ძალიან უყვართ ჩვენს მეგობრებს, ჩვენი ამოცანაა ის, რომ გიორგისნაირი მომავალი თაობები აუცილებლად ცხოვრობდნენ მთაში.

ეს არის საუკეთესო პასუხი იმ ადამიანებზე, ვინც ამბობს რომ მთაში მოსახლეობის შენარჩუნება არის არაეფექტური ამოცანა. ასე არ შეიძლება, საქართველოს მთა არის ჩვენი მთავარი სიმდიდრე. გიორგის მინდა წარმატებები ვუსურვო”,- განაცხადა ბახტაძემ.

გიორგი ქოჩქიანი უშგულს ტურისტებს აცნობს და მეგზურობას უწევს. იცის ინგლისური, თურქული და ივრითი. ახლა სწავლობს ესპანურს. ფულს აგროვებს ავტომობილისთვის, რომ “ბიზნესი განავითაროს”.

 

Comments
Loading...