პრემიერმა 5 გუბერნატორი თანამდებობიდან გაათავისუფლა

შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთის, სამეგრელო ზემო სვანეთის,  ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეიდან თანამდებობიდან თავისუფლებიან შემდეგი რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულები: შიდა ქართლის, მცხეთა მთიანეთის, სამეგრელო ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის და სამცხე ჯავახეთის გუბერნატორები. ამ რეგიონეში, ისევე როგორც იმერეთში, უახლოეს დღეებში ჩვენ საზოგადოებას წარვუდგენთ ახალ სახელმწიფო რწმუნებულებს”,-განაცხადა ბახტაძემ.

 

Comments
Loading...