პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 17 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, 17 იანვარი  ქვეყანაში გლოვის დღედ გამოცხადდა.

შესაბამის განკარგულებას მამუკა ბახტაძემ ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა. აღნიშნული განკარგულების თანახმად, გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
შეგახსენებთ, დღეს, დიდ დიღომში, 9 სართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე მძიმედ დაშავდა.
Comments
Loading...