პრემიერ-მინისტრი ოფიციალური ვიზიტით თურქეთში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტები მეზობელ ქვეყნებში გრძელდება. გიორგი გახარია დღეს, ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, ანკარაში, დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები. საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი იმყოფებიან.

Comments
Loading...