პრინც უილიამს საჰაერო სასწრაფო დახმარების პილოტად დაბრუნება სურს

ბრიტანელ პრინცს სურს,დაბრუნდეს საჰაერო სასწრაფო დახმარების პილოტად,რათა თავისი წვილი შეიტანოს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ინფორმაციას ავრცელებს The Sun

გამოცემა წერს:“პრინცი უილიამი სერიოზულად განიხილავს საჰაერო სასწრაფო დახმარების პილოტად დაბრუნებას,რათა თავისი წვლილი შეიტანოს პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. მან იცის,რომ მთელი ქვეყანა ებრძვის ვირუსს და დახმარება სურს. ეს არ არის მარტივი,რადგან მან ადრე ეს საქმიანობა მიატოვა იმისათვის,რომ სამეფო ოჯახის სრულფასოვანი აქტიური წევრი ყოფილიყო“.

 

პრინცი უილიამი 18 თვის განმავლობაში იყო საჰაერო სასწრაფო დახმარების პილოტი ,ხოლო 2020 წლის მარტიდან გახდა საქველმოქმედო ორგანიზაციის London Air Ambulance Charity მფარველი ,რომელიც რეაგირებს სერიოზულ დაზიანებებზე ლონდონსა და მის შემოგარენში.

 

Comments
Loading...