„პური ვითხოვე ავადმყოფი შვილისათვის და მაღაზიიდან გარეთ გამომაგდეს“ – ნინო გორგილაძე

„სიკეთის ქალაქი“ სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ლანჩხუთში მცხოვრები ნინო გორგილაძის მძიმე ცხოვრებაა აღწერილი.

„პური ვითხოვე ავადმყოფი შვილისათვის და მაღაზიიდან გარეთ გამომაგდეს. ვალი გაქვსო და ვერ მოგცემო. უკანასკნელი მათხოვარივით გარეთ გამომაგდეს.  ასეთ ცხოვრებას სიკვდილი მირჩევნია. თავის მოკვლაზეც მიფიქრია, მაგრამ მერე ლაშას ვინ მიხედავს. არ ვიცი რა მოუხერხო. ავად არის, როცა მშიერია, კივის, თავში იტყამს ხელებს. ექიმიც კი არ ვიცი, ვის მივმართო.“ – ამბობს ნინო გორგილაძე. 

ნინო გორგილაძეს 26 წლის ავადმყოფი შვილი გყავს, ის ვერ ლაპარაკობს, დედის თქმით, ის შიმშილის დროს მხოლოდ კივილს ახერხებს.

www.primetime.ge

Comments
Loading...