“პური უფასოდ”-ჭიათურაში პურს უფასოდ არიგებენ

ჭიათურაში, 6 სასურსათო მაღაზიაში, ყველაზე შეჭირვებული მოსახლეობისათვის პურს უფასოდ არიგებენ. მათთვის, ვისაც პურის ფული არ აქვს, პური უფასოდ დარიგდება.  საქველმოქმედო აქციის პირველ დღეს 300 პური გაიცა მაღაზიებიდან. ამ აქციის ინიციატორების და საქველმოქმედო აქციაში მონაწილე ადამიანების ვინაობა უცნობია. თუმცა ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის ხელმძღვანელის მალხაზ ბიწაძის თქმით, საქველმოქმედო აქცია გრძლვადიანია და თუ საჭიროება მოითხოვს, მაშინ დღის მანძილზე გასაცემი პურის რაოდენობაც განისაზღვრება და გავრცელდება.

ჭიათურის მოსახლეობა ამ საქველმოქმედო წამოწყებას მიესალმება, რადგან მათი თქმით, რაიონში ბევრი გაჭირვებული ადამიანია, რომელთაც მსგავსი დახმარება მართლაც ესაჭიროებათ.

2020news.ge

Comments
Loading...