” პუტინი,სავარაუდოდ, ინტენსიურ განყოფილებაშია, სადაც ის აპარატზეა შეერთებული” – მედია

დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით, გამოცემა News.obozrevatel წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი კომაშია და ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მისმა ოპერაციამ წარუმატებლად ჩაიარა.
“რუსეთიდან მოვიდა ინფორმაცია, რომ აგერსორი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი, სავარაუდოდ, ოპერაციის შემდეგ, კომაში ჩავარდა. დიქტატორს ჰქონდა სიმსივნე, რომლის მოცილებამაც, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიაყენოს”, – წერს გამოცემა.

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, ინფორმაცია დაზვერვის წყაროებისგან შეიტყვეს.
მათივე ცნობით, ახლა პუტინი,სავარაუდოდ, ინტენსიურ განყოფილებაშია, სადაც ის აპარატზეა შეერთებული.
გამოცემა წერს იმასაც, რომ კრემლი სასწრაფოდ ავითარებს ძალაუფლების გადაცემის სცენარს. თუმცა, დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

Comments
Loading...