პუტინის განცხადებით, რუსეთს აქვს ისეთი იარაღი, რომლის მსგავსიც სხვა არცერთ ქვეყანას გააჩნია

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთს თანამედროვე ისტორიაში აქვს საუკეთესო იარაღი, რომელსაც შეუძლია დაიცვას ქვეყანა ნებისმიერი გარე ხელყოფისაგან.

სახელმწიფოს მეთაურმა მიულოცა სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ყველა თანამშრომელს და ვეტერანს, რომლებიც ასრულებენ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანას – “შეიქმნას ახალი უნიკალური ტიპის იარაღი, რომელსაც შეუძლია დაიცვას ქვეყანა ნებისმიერი გარე ხელყოფისაგან”.

”ახლა, ჩვენს თანამედროვე ისტორიაში პირველად, რუსეთი ფლობს ყველაზე თანამედროვე ტიპის იარაღს, რომელიც ბევრჯერ აღემატება სხვა ქვეყნებში არსებულ იარაღთა ძალას, სიმძლავრეს, სიზუსტეს. მსოფლიოში არავის აქვს ასეთი იარაღი, ყოველ შემთხვევაში, ჯერ არა “, – თქვა პუტინმა.

Comments
Loading...