პუტინი: ახალი კორონავირუსითგამოწვეულ შედეგებს რუსეთი ღირსეულად და მინიმალური დანაკარგით გაუმკლავდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დარწმუნებულია, რომ რუსეთი გაუმკლავდება ახალი კორონავირუსითგამოწვეულ შედეგებს “ღირსეულად და მინიმალური დანაკარგით”. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.

პრეზიდენტის თქმით, საკითხი მხოლოდ ის არის, თუ რომელი ქვეყანა აკეთებს ამას.

სახელმწიფოს მეთაურის თქმით, “ის,რაც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ გავაკეთეთ, გვაძლევს საშუალებას, ვიფიქროთ, რომ ამ სიტუაციის დასასრული ჩვენთვის ღირსეული იქნება და მინიმალური დანაკარგით გამოვალთ.”

28 ივნისის მონაცემებით, რუსეთის ფედერაციაში 634,437 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით. აქედან 399,087 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 9.073 ადამიანი კი გარდაიცვალა.

პუტინმა გაიხსენა, რომ 2000-იანი წლების დასაწყისში რუსეთს ჰქონდა “ქრონიკული დეფიციტი”, ხალხი ანაზღაურებას რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ იღებდა.

მისი თქმით, გასული დროის განმავლობაში, ქვეყნის რეზერვები 50-ჯერ გაიზარდა. “ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, მაგრამ 90-იან წლებთან შედარებით, დღეს რუსეთი არის სხვა ქვეყანა”, – თქვა პუტინმა.

“დიახ, ჩვენ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის, მაგრამ ეს ხდება, ეს მართლაც ხდება”, – განაცხადა სახელმწიფოს მეთაურმა.

Comments
Loading...