პუტინი: ლუკაშენკოს თხოვნით,რუსეთმა ბელარუსისთვის სამართალდამცავების რეზერვი შექმნა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთმა ,ლუკაშენკოს თხოვნით,ბელარუსისთვის შექმნა სპეციალური რეზერვი. ამის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს Taas.ru

“ალექსანდრე ლუკაშენკომ მთხოვა სამართალდამცავი ორგანოების გარკვეული რეზერვის შექმნა და მე ეს გავაკეთე,მაგრამ ჩვენ შევთახმდით,რომ ის ამ რეზერვს არ გამოიყენებს მანამ,სანამ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება”-განაცხადა პუტინმა.

“ლუკაშენკოსთან საუბრისას მივედით იმ დასკვნამდე,რომ ამ ეტაპზე რეზერვის გამოყენების საჭიროება არ არსებობს და,ვიმედოვნებ,რომ არც იქნება”-დასძინა რუსეთის პრეზიდენტმა.

პუტინმა და ლუკაშენკომ ბელარუსში მიმდინარე მოვლენები უკვე 4-ჯერ განიხილეს.

Comments
Loading...